Wednesday, May 30, 2018

გაკვეთილის გეგმები



სამოდელო გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი,გვარი: მანანა ჯანეზაშვილი
საგანი:  გეოგრაფია
გაკვეთილის ტიპი:  პრობლემაზე   ორიენტირებული
სწავლის საფეხური/ კლასი:   VIII
მოსწავლეთა  რაოდენობა:   9
გაკვეთილის თემა:  შავი ზღვა
დრო: 45 წთ.
გაკვეთილის მიზანი :  მოსწავლემ  შეძლოს დაახასიათოს შავი ზღვა, გამოკვეთოს მისი გეოეკოლოგიური  პრობლემები მოსალოდნელი შედეგებით  და  ისაუბროს  მათი   გადაჭრის  შესაძლო  გზებზე.
ეროვნული გეგმის სტანდარტი გეოგრაფიაში.
გეო.VIII.4  მოსწავლეს  შეუძლია  დაახასიათოს  კავკასიის რეგიონი.
შედეგი   თვალსაჩინოა,  თუ  მოსწავლე:
·         იყენებს  რუკას  და ახასიათებს  შავი  ზღვის  ფიზიკურ-გეოგრაფიულ  მახასიათებლებს,  მნიშვნელოვან   რესურსებს (მინარალური,  ბიოლოგიური, რეკრეაციული) და  გარემოსდაცვით  რესურსებს.  გამოთქვამს  მოსაზრებებს  გარემოს  დაცვის  როლსა  და  პერსპექტივებზე.
·         პოლიტიკური  და  ფიზიკური  რუკების  გამოყენებით  აჯგუფებს  ქვეყნებს მდებარეობის  მიხედვით,  საუბრობს  კავკასიის  და  მასში  შემავალი  ქვეყნების  მდებარეობაზე.
შეფასება და თვითშეფასება:
აქტივობების  შემდეგ გამოვიყენებ  განმავითარებელ  შეფასებას.
წინარე ცოდნა:  კავკასიის  ბუნებრივი რესურსები.
სასწავლო მასალა  და  რესურსები: სახელმძღვანელო, მსოფლიოს  ფიზიკური  და  პოლიტიკური  რუკები,  პროექტორი, კომპიუტერი, მაგნიტური დაფა,  თაბახის  ფურცლები,  გასასვლელი ბილეთები, ფლიბჩარტი.


გაკვეთილის მსვლელობა
     ორგანიზაციული საკითხები:  დრო 2 წთ
     დასწრება, შეფასების რუბრიკის, გაკვეთილის თემისა და მიზნის გაცნობა

აქტივობა N1.    გონებრივი იერიში.
დრო:  5  წთ 
  ორგანიზების ფორმა:  ინდივიდუალური სამუშაო
აქტივობის მიზანი: წინარე ცოდნის გააქტიურება
აქტივობის აღწერა: მოსწავლეებს  უკვე შესწავლილი  აქვთ  კავკასიის  ფიზიკურ-გეოგრაფიული  მდებარეობა  და  ბუნებრივი  რესურსები. წინარე ცოდნის  გააქტიურების  მიზნით  მოსწავლეებს ვუსვამ  კითხვებს:
·       რა  არის  ბუნებრივი  რესურსი?
·       ბუნებრივი  რესურსებისაგან  თუ  განსხვავდება  ბუნებრივი  პირობები?
·       როგორ  დავაჯგუფებთ კავკასიის ბუნებრივ  რესურსებს  მათი  მახასიათებლების  მიხედვით?
·         თითოეულ  ჯგუფს  რომელი ბუნებრივი რესურსი  მიეკუთვნება?
·         შავი ზღვა ითვლება თუ  არა ბუნებრივ რესურსად?
აქტივობის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს  მივცემ  განმავითარებელ შეფასებას
აქტივობა  N2.      აზრობრივი რუკა.
კლასის ორგანიზება: მთელი კლასი
დრო: 4  წთ.
აქტივობის  მიზანი:  მოსწავლეებმა  გაიხსენონ  რა იციან  შავი  ზღვის  ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ.
აქტივობის აღწერა:  დაფაზე  წრეში წერია   შავი  ზღვა  და   მოსწავლეები  მოახდენენ  ცოდნის  დემონსტრირებას  .
  ჩვენი  დღევანდელი  გაკვეთილის მიზანია  შევისწავლოთ შავი  ზღვა  სხვადასხვა  მახასიათებლებით,  თავისი  გეოეკოლოგიური  პრობლემებით , მოსალოდნელი შედეგებით  და მათი  გადაჭრის  შესაძლო  გზებით.


შავი  ზღვა
 



აქტივობა  N3.   მინი  ლექცია.
დრო: 3  წთ.
ორგანიზების  ფორმა :   მთელი  კლასი
აქტივობის მიზანი : შავი ზღვის ირგვლივ წამოჭრილი პრობლემებთან   დაკავშირებით   ინფორმაციის  განვრცობა.
აქტივობის აღწერა: მოსწავლეებს მივაწვდი  ინფორმაციას  შავ  ზღვასთან დაკავშირებული ეკოლოგიური  პრობლემების  შესახებ.
აქტივობა N4.    ტექსტზე მუშაობა.
დრო: 15   წთ.
ორგანიზების ფორმა:  ჯგუფებში  მუშაობა
აქტივობის  მიზანი: მოსწავლეებმა მოიძიონ და გამოკვეთონ შავი ზღვის გეოეკოლოგიური  პრობლემები და  იმსჯელონ მათი   გადაჭრის  შესაძლო  გზებზე.
აქტივობის აღწერა: მოსწავლეებს  დავყოფ  ორ  ჯგუფად.  თითოეულ  ჯგუფს  მივცემ დავალებას   და  განვუმარტავ  ინსტრუქციას.   გამოიყენებენ სახელმძღვანელოში  არსებულ მასალას   და დანართის სახით მიწოდებულ ინფორმაციას .(იხილეთ დანართი)   მოსწავლეები  მოიძიებენ და განიხილავენ  რა  გეოეკოლოგიური  პრობლემაა შავი  ზღვის  ირგვლივ  და  ვთხოვ წარმოადგინონ  პრობლემის  მოგვარების  მათეული  ხედვა. იმსჯელებენ  ,,ბისეკის’’  არსებობასა და მნიშვნელობაზე. მეტს გაიგებენ შავი ზღვის პრობლემების შესახებ. მოსწავლეები მუშაობენ ჯგუფებში, რადგან პრობლემების გადაჭრის გზების ძიებისას  მნიშვნელოვანია იდეათა მრავალფეროვნება და  ურთიერთ გაზიარება. მოსწავლეები  პრობლემებს  გაიაზრებენ , გაანალიზებენ, მოიძიებენ გადაჭრის ალტერნატიულ გზებს, ერთმანეთს გაუზიარებენ ინფორმაციას  და   მიიღებენ გადაწყვეტილებას
მოსწავლეებს  წინასწარ  ვაჩვენებ სლაიდებს თემაზე ,,შავი ზღვა  საფრთხეშია ‘’ და ვისაუბრებთ იმის შესახებ , თუ რა  გეოეკოლოგიური  პრობლემები  აწუხებს  შავ ზღვას და რამდენად  შეესაბამება მათი   ხედვა  არსებულ  რეალობას.


პრეზენტაცია

https://drive.google.com/file/d/1rgNmMivEWPFr0r-cVpCUZOvXbfJ2a0qc/view?usp=sharing

                                                         I ჯგუფი:
შავი ზღვის გეოეკოლოგიური პრობლემები
მოსალოდნელი შედეგები
პრობლემების
გადაჭრის შესაძლო გზები




                                                            II ჯგუფი:

შავი ზღვის გეოეკოლოგიური პრობლემები
მოსალოდნელი შედეგები
პრობლემების
გადაჭრის   შესაძლო გზები







სამუშაოს     დასრულების     შემდეგ     თითოეული     ჯგუფის  ლიდერი    წარმოადგენს     თავისი  ჯგუფის     ნამუშევარს.   
პრეზენტაცია:    11 წთ    
ურთიერთშეფასება:    2 წთ   
აქტივობის ბოლოს მოსწავლეებს  მივცემ  განმავითარებელ შეფასებას,  რომლის მიზანია  მოსწავლეთა ძლიერ და სუსტ მხარეებზე ყურადღების გამახვილება  და  სწავლის  ხარისხის  გაუმჯობესება. 
გაკვეთილის შეჯამების მიზნით  ვთხოვ მოსწავლეებს დაასახელონ   რა   პრობლემები  გამოიკვეთა  შავ ზღვასთან  მიმართებაში, რა სავალალო შედეგებს  შეიძლება ველოდოთ   და როგორ  შეიძლება  მათი  გადაჭრა.
შეფასება:  განმავითარებელი (სიტყვიერი კომენტარი)
თვითშეფასება   (გასასვლელი ბილეთები)

აქტივობა N6.  გასასვლელი ბილეთები.
დრო: 3 წთ.
ორგანიზების ფორმა:  ინდივიდუალური სამუშაო
აქტივობის მიზანი:  მოსწავლეთა მიერ  ახალი მასალის  გაგების  დონის  შემოწმება  მომდევნო  გაკვეთილის  დასაგეგმად.
აქტივობის აღწერა: გაკვეთილის ბოლოს დავურიგებ წინასწარ გამზადებულ ბარათებს, რომლებსაც მოსწავლეები შეავსებენ  და  პასუხს გასცემენ  შემდეგ  კითხვებს:
1.      რა იყო  თქვენთვის  დღევანდელი  გაკვეთილის  საუკეთესო ნაწილი?
2.      რა იყო ბუნდოვანი?
3.      აღნიშნულ პრობლემასთან  დაკავშირებით რის  გაგებას  ისურვებდით ?
 ვაძლევ საშინაო დავალებას.  ინტერნეტით მოიძიონ  აღნიშნულ  პრობლემასთან  დაკავშირებით, რომელი ქვეყანა  რა  ღონისძიებებს  გაატარებდა. დაამზადონ  პოსტერები  სათაურით   „დავეხმაროთ  შავ ზღვას“.
სახელმძღვანელოდან   (გეოგრაფია  VIII კლ.  მ.ბლიაძე,    გ.ჭანტურია)
§ 43, გვერდი197.

შეფასების სქემა

კრიტერიუმები
შესრულების    დონე

დაბალი
საშუალო
მაღალი
ჯგუფური მუშაობა
ჩართულობა
არ არის ჩართული ჯგუფურ მუშაობაში
ნაკლებადაა ჩართული ჯგუფურ მუშაობაში
აქტიურადაა ჩართული ჯგუფურ მუშაობაში

თანამშრომლობა
უჭირს თანამშრომლობა ჯგუფის წევრებთან
თანამშრომლობს ჯგუფის წევრებთან
აქტიურად თანამშრომლობა ჯგუფის წევრებთან

დროის ლიმიტი
ვერ იცავს დროის  ლიმიტს
ყოველთვის ვერ იცავს დროის  ლიმიტს
ყოველთვის იცავს დროის  ლიმიტს

შავი ზღვის  დახასიათება გეოეკოლოგიური პრობლემებით , მოსალოდნელი შედეგებით და გადაჭრის  შესაძლო  გზებით.
უჭირს შავი ზღვის  დახასიათება გეოეკოლოგიური პრობლემებით,  მოსალოდნელი შედეგებით  და გადაჭრის  შესაძლო გზებით.
ნაწილობრივ ახასიათებს შავ ზღვას   მაგრამ უჭირს  პრობლემების , მოსალოდნელი შედეგების და გადაჭრის გზების გამოყოფა.
სრულყოფილად ახასიათებს შავ ზღვას   გეოეკოლოგიური პრობლემებით , მოსალოდნელი შედეგებით და გადაჭრის  შესაძლო გზებით.





დანართი
I ჯგუფი
გეოეკოლოგიური  პრობლემები.
შავი  ზღვის  დაბინძურების  მნიშვნელოვანი  წყარო  ნავთობით  დაბინძურებაა. თუ  წყალში  ნავთობის  შემადგენლობა  0.1 მგ/ლ-ზე  მაღალია,  მაშინ  ასეთ  წყალში  თევზს  სპეციფიკური  სუნი და  გემო  დაჰყვება,  რომელიც  არ  ექვემდებარება  ტექნიკურ  დამუშავებას. ასევე  ცნობილია,  რომ  ერთი  ტონა  ნავთობის  თხელი  აპკი  12 კმ  წყლის  ზედაპირს  ფარავს და  მილიონამდე  ტონა  წყალს  აბინძურებს.  ეს კი  წყლის  ბინადართა  მასობრივი  დაღუპვის  მიზეზია  საბოლოოდ. იგი  უვარგისი  ხდება  ასევე  საბანაოდაც.
განსაკუთრებით  საგანგაშოა  შავ  ზღვაში  მომწამლავი  გაზის  ანუ  გოგირდწყალბადის  კონცენტრაციის  ზრდა,  რომელის  მიზეზი  დაბინძურებული  ჩამდინარე  წყლებია. შავი ზღვა  ბინძურდება  ფოთისა  და  ბათუმის  ნავსადგურებში  შემოსული გემებით,  ჩამდინარე  და  ნარეცხი  წყლებით.  მდინარეებზე  კაშხალებისა  და  ჰესების  აშენებას  შედეგად  მოჰყვა  პლიაჟ-წარმომქმნელი  მასალის  შემცირება.

საწვავის  წვისას  ატმოსფეროში  ნახშირორჟანგის  გარდა  აზოტისა  და  გოგირდის  ჟანგი  გამოიყოფა, რომელებიც  წყალთან  შეერთებისას  აზოტმჟავასა  და  გოგირდმჟავას  წარმოქმნის  და  მჟავა  წვიმების  სახით  ბრუნდება დედამიწაზე.  მათი  ზეგავლენით  ნიადაგში  არსებული  მძიმე  მეტალები- ტყვია, ნიკელი, ვერცხლისწყალი ხსნად  მდგომარეობაში  გადადის.  შესაბამისად  იგი  ხვდება  მდინარეებში  და  საბოლოოდ  აღმოჩნდება  შავ  ზღვაში,  რამაც  უმძიმესი  დაავადებები  შეიძლება  გამოიწვიოს.

II ჯგუფი

გეოეკოლოგიური  პრობლემები
გარემოსა  და  წყლის  დაბინძურების  აქტუალობა  დღითი-დღე  იზრდება.  წყლის  დაბინძურება  ეს არის   მისი  შემადგენლობის  ცვლილება  მათში დამაბინძურებელი  ნივთიერებების  მოხვედრის  შედეგად.  თუმცა  უმთავრესი  ანთროპოგენური ფაქტორებია.  უკანასკნელ  წლებში  შავი  ზღვის  მწვავე  ეკოლოგიური  მდგომარეობით  მნიშვნელოვნად  შემცირდა  სარეწაო  თევზთა  რაოდენობა,  ზეგავლენა  მოახდინა  ასევე  ძუძუმწოვრებსა  და  წყალმცენარეებზეც.  გარკვეულად  შემცირდა  მდინარეების  მიერ  ჩამოტანილი  მყარი  მასალის  რაოდენობა  და  ინტენსიურად  დაიწყო  პლაჟების  გადარეცხვა.
შავი ზღვის  პრობლემაა არასაკმარისად  დამუშავებული  საკანალიზაციო  წყლების  გადაღვრა, რასაც  შედეგად  მოჰყვა  მიკრობიოლოგიური  დაბინძურება.  სავალალო  შედეგის  მომტანია  პესტიციდები, სხვადასხვა  შხამ-ქიმიკატები,   რომლებიც  სოფლის  მეურნეობის  საქმიანობის  შედეგად  ხვდება  მდინარეებში.  საბოლოოდ  კი  ეს ნივთიერებები  აღმოჩნდება  შავ  ზღვაში. ეს ყოველივე  კი  ორგანული  სამყაროს  მასიური  განადგურების  მიზეზი ხდება.

აჭარის  სანაპირო  ზოლის  ერთ-ერთი  დამაბინძურებელი  ფაქტორი  იყო  ბათუმის  ნაგავსაყრელი,  რის  გამოც  მდინარე  ჭოროხის  ნაპირზე  გაჩნდა  40-50 ჰა  ნაგვის  სქელი  ფენით  დაფარული  ტერიტორია. ქარის  მეშვეობით  იგი  ადვილად  აღმოჩნდება  შავ  ზღვაში.  აღნიშნული  ნაგავსაყრელების  გამო  არა მარტო ბინძურდება  შავი  ზღვა  და  საშიშროება  ექმნება  მის  ფლორასა  და ფაუნას,  არამედ  მკვეთრად  ეკარგება  ზღვას   რეკრეაციული  მნიშვნელობა